- ბიზნესის და პარლამენტის თანამშრომლობა
- პროექტს ახორციელებს ბიზნესისა და პარლამენტის თანამშროლობის საერთაშორისო ასოციაცია (IABP) ირლანდიისა და ლუქსემბურგის მთავრობების ხელშეწყობით. პროექტი დაიწყო 2004 წელს. მისი მთავარი მიზანია განავითაროს ნდობა და ურთიერთგაგება ბიზნესის წარმომადგენლებსა და კანონმდებლებს შორის და ხელი შეუწყოს მხარეებს შორის არაკორუფციული და გამჭვირვალე ურთიერთობების ფორმირების ჩამოყალიბებას. პროექტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: 1. პარლამენტის წევრთა ბიზნეს-ინტერესების რეგულირება, ამ მიზნით საკანონმდებლო გარემოს სრულყოფა. ეწყობა სემინარები, რომლებზეც ექსპერტები აწვდიან პარლამენტის წევრებს ინფორმაციას სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილების შესახებ; 2. მთიანი რეგიონების ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა. ეწყობა პარლამენტის წევრთა სამუშაო ვიზიტები მთიან რეგიონებში, რეგიონული ეკონომიკისა და სოციალური მდგომარეობის შესასწავლად, გზების, ინფრასტრუქტურისა და უსაფრთხოების საკითხთა განხილვისათვის და პრობლემების გადაჭრის გზების მოსაძიებლად; 3. ჩამოყალიბდა უცხოელ ინვესტორთა საკონსულტაციო საბჭო (FIAC); 4. პარლამენტისა და ბიზნესის კავშირების გაძლიერება. ეწყობა შეხვედრები სხვადასხვა დარგის ბიზნესის წარმომადგენლებთან პარლამენტისთვის დარგში არსებული მდგომარეობის უკეთ გაცნობის მიზნით.Source: ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკა და საქართველო: დამოუკიდებელ ექსპერტთა ანალიზი: [პუბლიკაცია / ფრიდრიხ ებერტის ფონდის წარმომადგენლობა საქ-ში, ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველო“, ფონდის „ქორდეიდი“ წარმომადგენლობა საქ-ში] - თბ., 2007
Georgian encyclopedia. 2013.